19 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
ორ დღიანი სანახაობა - არასაპარლამენტო ოპოზიცია დროებითი მთავრობის დამტკიცებას აფასებს 

ოპოზიცია მთავრობის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აფასებს. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პარლამენტში გამართული ორ დღიანი სანახაობა პოლიტიკური ფარსია, რომლის მიზანიც ჯერჯერობით გაურკვეველია. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს პროცესს.

ნინო გოგუაძე, მიიჩნევს, რომ ეს 2 დღიანი წარმოდგენა საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„რესპუბლიკელი“ თამარ კორძაიასთვის მთავრობისთვის ნდობის სამი კვირით გამოცხადება და მერე ახალი კაბინეტის დამტკიცება ცალსახად კონსტიტუციის დარღვევა.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

ორდღიანი საპარლამენტო განხილვების შემდეგ, პოლიტიკური ძალებისთვის ნათელი გახდა, რომ მინისტრობის კანდიდატებმა არამხოლოდ საკუთარი სამთავრობო პროგრამები, არამედ საკუთარი უწყებების პერსპექტივის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დროებითი, ან თუნდაც ძირითადი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაშიც, ახალი პრემიერი პოსტს იმ დრომდე შეინარჩუნებს, ვიდრე ამას ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ.

 

დღის ამბები