25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
გაუჩინარებული პანკისელი - ბესლან წუწაშვილის ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს

პანკისის ხეობის მცხოვრები ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ მისი ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

წუწაშვილი ხეობიდან გროზნოში სამუშაოდ წავიდა, თუმცა ოჯახს მალევე შეატყობინეს, რომ ის ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აიყვანეს. წუწაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში დაღესტნის 2 მოქალაქესთან ერთად მგზავრობდა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდას სირიასთან კავშირი არასდროს ჰქონია და გაურკვეველია ბრალიც, რის გამოც წუწაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აიყვანეს. დაკავებულის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ პანკისელ ახალგაზრდაზე შური საქართველოს მოქალაქეობის გამო იძიეს.

ახალგაზრდა საქართველოში მანქანების, ხოლო გროზნოში სამშენებლო მასალების ვაჭრობით იყო დაკავებული. ორი ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ გადაუკვეთავს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს წუწაშვილის შესახებ ინფორმაცია, ჩრდილოკავკასიელმა ახალგაზრდებმა მიაწოდეს და ის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს.

ბესლან წუწუნავა ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და  ახალგაზრდის ადგილსამყოფელის დასადგენად დახმარება სთხოვა. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ოჯახის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები