15 დეკემბერი 2018,   09:57
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. მამუკა ბახტაძე ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

უწყების ხელმძღვანელად მუშაობას კი ნიკოლოზ გაგუა გააგრძელებს, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ამ პერიოდის განმავლობაში რა რეფორმებზეც ჩვენ ვმუშაობდით, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უწყებისთვის,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები