20 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის - ზალკალიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა.

აქტის ჩანაწერის მიხედვით კი საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია, როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

სენატის მიერ მიღებულ დოკუმენტს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.

„ამ აქტში საუბარი არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და მთლიანად, შეიძლება, შეჯამების სახით ითქვას, რომ ამ აქტით აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები