26 სექტემბერი 2018,   13:47
ვრცლად
"ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში" - მეუფე პეტრე

ხელისუფლებამ უნდა მოინანიოს - ასე უპასუხა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ „ციანიდის საქმეზე“ დასმულ კითხვას.

მეუფე ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე, მეუფე შიოს საკითხსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობის გარდა საუბარი ე.წ. „ციანიდის საქმესაც“ შეეხო, თუმცა კონკრეტული საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა.

„იყო ეს საკითხი, იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში. ეს იყო ბოროტება და ეს უნდა მოინანიოს“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

სინოდის სხდომა შვიდი თვის შემდეგ დღეს პირველად გაიმართა.

დღის ამბები