25 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერს შეხვდება - მხარეები ნატო-ს მოახლოებული სამიტზე იმსჯელებენ

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერმინისტრს შეხვდება. მხარეები ნატო-ს მოახლოებული სამიტის შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრაზე ასევე ილაპარაკებენ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთში კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ერთად იმყოფება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის თავთან დაკავშირებულ საიუბილეო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.

„განიხილება საკითხები, რომელიც შეეხება ორი ქვეყნის კულტურულ სფეროში ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგშია. ასევე საუბარი შეეხება მოახლოებულ ნატოს სამიტს. ესტონეთი არის ჩვენი მხარდამჭერი და ცხადია, მათი როლი განსაკუთრებით დიდია ყოველთვის საქართველოს მხარდაჭერის გზაზე,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები