24 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
შიმშილობის მეოთხე დღე - "ევროპული საქართველო" ენმ-ს სოლიდარობას უცხადებს

ხონის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დეპუტატები „ევროპული საქართველოდან“ სოლიდარობას უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მეოთხე დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში შიმშილობენ.

დღეს დეპუტატებმა მოშიმშილეებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს უშუალო ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები 4 დღეა შიმშილობენ და ითხოვენ პასუხისგებაში მისცენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღის ამბები