12 დეკემბერი 2018,   03:51
ვრცლად
6 თვეში დაკავებული 72 ნარკორეალიზატორი-ბრალდებულთა შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სამართალდამცავებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში 72 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის
მამუკა ჭელიძის განცხადებით ამოღებულია 13 კგ-მდე ჰეროინი, 7000 აბზე მეტი სუბოტექსი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულთაგან რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის მოქალაქე. სამართალდამცველებმა, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული ცხოვრობდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს,“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.   

დღის ამბები