17 ივლისი 2018,   17:37
ვრცლად
ჰეროინის, მორფინისა და კანაფის შეძენა-შენახვისთვის 9 მოქალაქე პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს 9 მოქალაქის მიერ შეტანილი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

მოსარჩელე ჰეროინის, მორფინის, კანაფის ფისის, სულ 10 დასახელების ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობით შეძენა-შენახვისათვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. სარჩელის ავტორები მსჯავრდებულები არიან.

ისინი აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების, დამზადების და შენახვით შეიძლება ზიანი მხოლოდ ქმედების ავტორს მიადგეს და არა გარშემო სოციუმს.

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC იცავს.

დღის ამბები