25 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და საქმის მასალები დეტალურად გააცნო. ზაზა სარალიძემ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს გამოძიების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისა და სამართალდამცველთა სავარაუდო გადაცდომების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც იმსჯელეს, რომლის გამოძიებაც სარალიძის თმით, ასევე ხარვეზებით წარიმართა.

„ვითანამშრომლეთ გარკვეულწილად დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში რა დარღვევები იყო ამ საქმიდან გამომდინარე, რატომ არ არის დაკავებული მკვლელები, რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული ის პირები ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას. შსს ცდილობს იმ პროკურატურის მოცემულობის გაყვანას, რა მოცემულობაც პროკურატურას ჰქონდა მეორე ინსტანციაში და სურს შსს-ს რომ გაბათილდეს ეკა არეშიძის განაჩენი,“- ამბობს ზაზა სარალიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი საუბრობს იმ დარღვევებზე და არასწორ რეაგირებებზე, რაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მოხდა.

„ამ საქმემ გამოავლინა ბევრი დარღვევა და იმისთვის, რომ ნდობა გარკვეულწილად აღდგეს სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოს მიმართ, აუცილებელია, რომ ამ ყველაფერზე მოხდეს რეაგირება“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები