ბრიტანელებმა ზაფხულის ყველაზე გრძელი დღის დადგომა ტრადიციულად სთოუნჰენჯთან აღნიშნეს. ნეოლითური პერიოდის მონუმენტთან 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და მზის ამოსვლას შეეგება. 21 ივნისი ერთადერთი დღეა, როდესაც სთოუნჰენჯის კომპლექსის ტერიტორიაზე ხალხს უშვებენ. ზაფხულის ბუნიობის აღნიშვნას სთოუნჰენჯთან საუკუნეების ტრადიცია აქვს. ამ ადგილს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დრუიდებისთვის, რომლებიც ზაფხულის და ზამთრის ბუნიობას სთოუნჰენჯთან თავიანთ რიტუალებს ასრულებენ.