19 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
ქუჩის მუსიკის მიმართულების განვითარება იგეგმება, გვარჯალაძის განცხადება არასწორად იქნა გაგებული - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ საზოგადოების ხმაურისგან დაცვის მიზნით, შესაძლოა ქუჩის მუსიკოსებისთვის, სპეციალური ადგილები გამოიყოს. 

გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ და მათ გარკვეული საბუთიც კი დასჭირდეთ იმისათვის, რომ ქუჩაში დაკვრის უფლება მოიპოვონ.

კალაძე ამბობს, რომ ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელის განცხადება, არასწორად იქნა გაგებული. 

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ქუჩის მუსიკის მიმართულების განვითარება იგეგმება.

დღის ამბები