23 იანვარი 2020,   20:18
ვრცლად
"რამდენიმე ადამიანი ურტყამდა" - ბათუმში კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი სცემეს

ბათუმში კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი სცემეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომელს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად სცემდა. მათივე თქმით, ერთ-ერთმა თავში ქვაც ჩაარტყა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს შელაპარაკება უძღოდა წინ. დაშავებული დაცვის თანამშრომელი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მას დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. პაციენტი ამ დროისათვის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

დღის ამბები