18 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
კომპანია „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეები, რომლებიც შიმშილობდნენ, ცუდად გახდნენ

კომპანია „სვეტის“ დაზარალებულ მენაშენეებს, რომლებიც სათაო ოფისში პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, შეუძლოდ გახდნენ და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ.

კომპანიის სათაო ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. დაზარალებულ მენაშენეებს, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კომპანიის ოფისი უკვე რამდენიმე საათია, დაზარალებულ მენაშენეებს აქვთ დაკავებული.

მენაშენეები აცხადებენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მათი პრობლემა არ მოგვარდება.

დაზარალებულები გამოძიების დაწყებას პროკურატურისგან მოითხოვენ. მათ დღეს პროკურატურასთანაც გამართეს აქცია, საიდანაც „კომპანია სვეტის“ სათაო ოფისში გადაინაცვლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები