26 სექტემბერი 2018,   13:44
ვრცლად
14-დან 11 სამინისტრო, 11 მინისტრიდან კი რამდენიმე ახალი - მთავრობის ფორმირების პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო 

„ქართლი ოცნება“ ადასტურებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაწყებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს „კურიერს“ დაუდასტურა, რომ ახალმა პრემიერმა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, სამინისტროების შემცირებასა და ახალი მინისტრების შერჩევის პროცესი დაიწყო.

სამ კვირაში საქართველოს 14-დან 11 სამინისტრო დარჩება, 11 მინისტრიდან კი რამდენიმე ახალი იქნება. კონკრეტული გვარებს „ოცნება“ არ ასახელებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ შეთანხმდებიან და გვარებს პრემიერი გაახმაურებს.

„ქართული ოცნების“ ოფისში, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ, ვინ გაუშვან და ვინ დატოვონ მთავრობაში.

სამ კვირაში ქვეყანას აღარ ექნება, სასჯელაღსრულების სამინისტრო და ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. უქმდება კულტურის სამინისტრო და განათლების უწყების შემდგენელი იქნება. დამოუკიდებლად აღარ გააგრძელებს მუშაობს სოზარ სუბარის დევნილთა სამინისტრო, რომლის ნაწილს ინფრასტრუქტურის, ნაწილს კი ჯანდაცვის სამინისტრო შეიერთებს. უმრავლესობა დღეს ამტკიცებდა, რომ ამ რეფორმის მიუხედავად, არცერთ საჯარო მოხელეს სამინისტროდან სახლში წასვლა და უსამსახუროდ დარჩენა არ მოუწევს. მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის კეთდება ოპტიმიზაცია და რის ხარჯზე აპირებს მთავრობა 120 მილიონი ლარის დაზოგვას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია საზოგადოებას ატყუებს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას არ აპირებს.

ავტორ: ნატა კვირჩილაძე 

დღის ამბები