20 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
გარანტიის სერტიფიკატი - "ენმ" ბანკებით დაზარალებულებს და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს კომპენსაციას ჰპირდება

„ნაციონალური მოძრაობა“ ბანკებით დაზარალებულ და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოქალაქეებს კომპენსაციას ჰპირდება. პარტია მათ ამის გარანტიად სერტიფიკატებს გადასცემს და დაპირების შესრულებას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გეგმავს.

მოქალაქეებმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური სერტიფიკატები უკვე მიიღეს. ამ სერტიფიკატებით ოპოზიციური პარტია მათ გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კომპენსაციას გადაუხდის. პროცესი რეგიონების ოფისებშიც მიმდინარეობს.

პარტიის ინიციატივა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის კაპიტალი 2,5 მილიარდი ლარი იქნება.

გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი ყველა უსამართლო ვალის გადახდაზე. ვალები დაანგარიშდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი სავალუტო კურსით.

ამავე თემაზე
დღის ამბები