16 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შესაძლოა აღარ აუგონ - წმინდა სინოდის განჩინება

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც საბოლოო განჩინებაა ასახული.
ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ სასულიერო პირებმა გუშინ ნარკოპოლიტიკის შესახებაც იმსჯელეს, თუმცა განჩინების გავრცელებამდე სინოდის არც ერთ წევრს ამ საკითხზე არ უსაუბრია.

სასულიერო პირების მსჯელობის შედეგად სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შეიძლება, აღარ აუგონ, თუმცა ამ საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

წმინდა სინოდი ასევე წინააღმდეგია მარიხუანას ფლობისთვის გაუქმდეს ადმინისტრაციული სასჯელი.

ოქმში საუბარია, რომ სასჯელის გაუქმება ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის.

„მიგვაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, დიდი საფრთხის შემცველია. კანაფის დამზადების ნებართვა კი ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად,“-განაცხადა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა  მეუფე დავითმა.

დღის ამბები