19 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
სარჩელი მარიხუანას მოხმარების გამო საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ეხება - სამოქალაქო სექტორი წმინდა სინოდის განცხადებას პასუხობს 

წმინდა სინოდის განჩინების ნაწილს, რომელიც ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხება, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ საპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სრულად ინფორმირებული არ არის.

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სარჩელს კიდევ ერთხელ განმარტავს - ისინი მარიხუანას მოხმარების გამო საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ითხოვენ.

„კონსტიტუციური სარჩელი შეეხებოდა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა შენახვისთვის არსებულ სასჯელებს. ჩვენთვის საპატიმრო სასჯელი, როგორც უკიდურესი ზომა, არის არაპროპორციული და ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სწორედ ამას შეეხებოდა. სარჩელი არ გულისხმობდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ან მათი შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაციას ან ლეგალიზაციას,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის იურისტმა გურამ იმნაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები