19 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
„გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება ყველა იმ პირის გამოვლენა, ვინც ზემოქმედება მოახდინა საქმეზე" - ზაზა სარალიძის ადვოკატი 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას დღეს მკვლელობის შესახებ მათთვის ცნობილ ყველა დეტალს მიაწვდიან.

ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი იმედოვნებს, რომ კომისია საქმესთან დაკავშირებულ მქონე ყველა პირს დაკითხავს. დავით სარალიძის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება საქმის გამოაშკარავება, ყველა იმ პირის გამოვლენა ვინც კი ზემოქმედება მოახდინა საქმეზე. ეს საქმე გახდა სამართლიანი მართლმსაჯულების საზომი და აუცილებელია სახელმწიფომ გაიაროს ეს ტესტი და ჩააბაროს ისე, რომ გამოვლინდეს სრული სიმართლე,“-აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

ზაზა სარალიძესთან ერთად, საგამოძიებო კომისიის წინაშე დღეს ლევან დადუნაშვილის მამაც უნდა წარდგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები