25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
სავარაუდო ზეწოლა სამართალდამცველების მხრიდან - 62 წლის მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ომბუდსმენი ჩაერთო 

62 წლის მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია  EMC ჩაერთვნენ.

საქმე, სავარაუდოდ, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლას ეხება.  სწორედ მათ ადანაშაულებს სერგო ხასოევი მუდმივ ზეწოლასა და შევიწროებაში, რის გამოც, დაზარალებულის მტკიცებით, მან თვითმკვლელობა სცადა და მუცელში დანა ჩაირტყა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გვიან ღამით ხასოევის მეზობლები ადგილზე გამოკითხა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული საქმეს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლიც დაემატოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები