25 სექტემბერი 2018,   12:07
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატების პროტესტი - მოშიმშილეები რადიკალური ზომების მიღებისთვის ემზადებიან 

ოზურგეთის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატები რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარის მიღების შემდეგ რადიკალური ქმედებებისთვის ემზადებიან.

კონკრეტული გეგმები დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეკრებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ 15:00 საათისთვის გეგმავენ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს მოთხოვნის არაკონსტიტუციურობით ხსნის.

„კომისია არ შეკრებილა და არც უმსჯელია ყოვლად სამარცხვინო ქმედებაზე, რაც განახორციელეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და დღეს ვითხოვდით, რომ საკრებულო სხდომა ჩაეტარებინათ და ასე ცინიკურად მივიღეთ უარი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და უფრო რადიკალურ ზომებს მივიღებთ, კანონის ჩარჩოებში,“-განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ.

დღის ამბები