19 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის დაკავება - "გირჩის" ლიდერის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "გირჩის" ლიდერთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.

პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო ზურა ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.

ჯაფარიძის ინტერესებს „საია“ იცავს. მათი მტკიცებით, პოლიტიკოსის დაკავება უსაფუძვლო იყო.

„პოლიციამ გამიტაცა მე რუსთაველის გამზირიდან და პოლიცია მედავება მე დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას, მაშინ, როდესაც 30 კამერა მიღებდა და ყველა ხედავდა, რომ პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. მიუხედავად ამისა, მოლოდინი მაინც პესიმისტური მაქვს. თუ გადაწყვეტილება იქნება, რომ რაღაცას მომისჯიან აუცილებლად გავასაჩივრებ“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

დღის ამბები