"უცხოური სამხედრო ძალების სრული და უპირობო გაყვანა მოლდოვის ტერიტორიიდან"-რეზოლუციის პროექტს ამ სახელწოდებით გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს განიხილავს.
დოკუმენტი, რომელსაც ორგანიზაცია ოფიციალური კიშინიოვის ინიციატივით შეისწავლის, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან, 1999 წელს მიღწეული შეთანხმებისა და გაეროს ქარტიის შესაბამისად.
მოსკოვში რეზოლუციას პროვოკაციული უკვე უწოდეს.