ლონდონის რკინიგზის სადგურში გამთენიისას განგაში იყო გამოცხადებული. უცნობი მამაკაცი ლიანდაგებზე იდგა და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. საბოლოოდ ის პოლიციელებმა დააკავეს.
სავარაუდოდ ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ინციდენტის გამო ჩერინგ ქროსის სადგური დროებით დაიკეტა.
ბოლო დროინდელი ტერაქტების გამო დიდ ბრიტანეთში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამისტების მხრიდან თავდასხების ალბათობა მაღალია.