24 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
სამართალდამცველები კლუბ "ბასიანში" - შსს-ს განცხადება 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ "ბასიანში", სამართალდამცველების შესვლის მიზეზებს განმარტავს. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლები კლუბში სასამართლო განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

უწყება კლუბის წარმომადგენლების განცხადებას, რომ სასამართლო განჩინება ვადაგასულია, არ იზიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კლუბის ტერიტორიაზე კანონის სრული დაცვით იმყოფებიან.

შსს-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებაში საიდენტიფიკაციო კოდი არასწორად იყო მითითებული და სწორედ ამის გამო გადაიდო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

„დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ „ბასიანში“ განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება,“ - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

დღის ამბები