19 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
უნდა შევცვალოთ მმართველი გუნდი - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობამ გაუგებარი ცვლილებების პროექტი წარმოადგინა. 

უსუფაშვილის აზრით, ლოგიკური და სწორი იქნებოდა არა გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება, არამედ სასჯელაღსრულების სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს ერთობლიობა.

„ოცნების დღევანდელმა შემადგენლობამ ვერ შეძლო ამ დანაპირების ბოლომდე და კარგად შესრულება, ამის გამო იმ დანაპირებზე კი არ უნდა ვთქვათ უარი და ის კი არ უნდა შევცვალოთ, უნდა შევცვალოთ მმართველი გუნდი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან მიმდინარე დაკავშირებით კონსულტაციები, დღეს 8 საათზე განახლდება. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ცვლილებები შეიძლება შეეხოს იმ უწყებებსაც, რომელზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი.

დღის ამბები