19 აპრილი 2024,   02:57
ვრცლად
პატრიარქმა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე ისაუბრა - სინოდი

სინოდის სხდომაზე უკრაინაში შექმნილ საეკლესიო ვითარებაზეც იმსჯელეს. ამის შესახებ წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაშია აღნიშნული. სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ უკრაინაში რთული საეკლესიო ვითარებაა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტოპოლიტ გერასიმეს,“- აღნიშნულია სინოდის სხდომის ოქმში.  

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს საპატრიარქოში შემოსულია სამი წერილი, მათ შორის კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან, რუსეთის საპატრიარქოდან და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოდან.

უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 

დღის ამბები