20 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
კონგრესმა დონალდ ტრამპის გუნდის საემიგრაციო რეფორმა ჩააგდო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის საემიგრაციო რეფორმა კონგრესში ჩავარდა. კანონპროექტმა, რომელიც „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბობ გუდლატმა შეიმუშავა, ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

„რესპუბლიკელებს“ კონგრესისთვის შედარებით უფრო ლიბერალური რეფორმის შეთავაზება მოუწევთ, თუმცა კომპრომისული ვერსია ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც ტრამპის თანაპარტიელებს დამატებით 9 დემოკრატი სენატორის მხარდაჭერა სჭირდებათ.

უკვე ცნობილია, რომ დემოკრატებს კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტიც არ მოსწონთ.

სიტყვით გამოსვლისას სენატორმა, ნენსი პელოსიმ პირდაპირ განაცხადა, რომ საემიგრაციო რეფორმის მეორე ვერსია „ეშმაკთან დათმობაზე წასვლას“ ნიშნავს.

დღის ამბები