19 ივლისი 2019,   04:23
ვრცლად
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს.

ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, დირექტორს, მანანა თურქაძეს სკოლაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

„სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის მიმართ, ა.ს. და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა, თუმცა, მე ვე ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა დირექტორისგან. მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიაში 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძეც არის.

დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები და ადვოკატები დაკითხეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები