18 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან ენმ-ის წევრები კვლავ რჩებიან და შიმშილობას აგრძელებენ

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირების დასჯა და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქათამაძეს „ქართული ოცნების“ 5-მა წარმომადგენელმა სცემა, გამოძიება კი მხოლოდ ერთი მათგანით ინტერესდება.

მათი თქმით, ისინი, ვინც ოპოზიციის წარმომადგენელი სცემეს, კვალავაც აგრძელებენ საკრებულოში მუშაობას და ინარჩუნებენ დეპუტატის მანდატს. ოზურგეთის ცენტრში დილიდან ასეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

საპროტესტო აქციის პარალელურად კი ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებენ შიმშილობას.

დღის ამბები