19 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
გველები თბილისში - 2 თვეში დედაქალაქში 250 ქვეწარმავალი დაიჭირეს

ბოლო 2 თვის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე 250 ქვეწარმავალია დაჭერილი. სტატისტიკურ მონაცემებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის ეს მონაცემები საგანგაშო არ არის.

სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი გველი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, მათ შორისაა ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმართულება.

 

 

 

დღის ამბები