20 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
ირანმა შესაძლოა ბირთვული შეთანხმება დატოვოს

ირანმა უახლოეს მომავალში შესაძლოა ბირთვული შეთანხმება დატოვოს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით ევროპის ქვეყნებთან მიმდინარე კონსულტაციები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

ირანის ხელისუფლება კონკრეტული გარანტიების მიღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს.

გარიგება 2015 წელს გაფორმდა, თუმცა დონალდ ტრმპმა მაისში დოკუმენტიდან გასვლა გადაწყვიტა და თეირანს სანქციებიც აღუდგინა.

ირანის ბირთვული გარიგების შესანარჩუნებლად ხელმომწერი ქვეყნები თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

დღის ამბები