20 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
იაპონიაში ვულკანმა სიმოემ გაიღვიძა

იაპონიაში ვულკანმა სიმოემ გაიღვიძა. კრატერიდან ამოსული კვამლი და ფერფლი ასობით მეტრის სიმაღლეზე გაიფანტა.

იაპონიის გეოლოგიურმა სამსახურმა საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვულკანთან ორი კილომეტრის რადიუსით მიახლოება იკრძალება.

ვულკანი სიმოე, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშიც არის მოხვედრილი, რომელიც  საკმაოდ აქტიურია. ბოლოს ის აპრილში ამოიფრქვა.

დღის ამბები