17 ივლისი 2018,   17:35
ვრცლად
მეეჭვება, რომ გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაეშალა დანა - ლევან დადუნაშვილის დედა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისიის წევრებმა დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმინეს.

ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ აქვს ეჭვი, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დანა არ გამოუყენებია.

„მეეჭვება, რომ გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაეშალა დანა. იმიტომ, რომ ლევანი მასთან არანაირ შემხებლობაში არ იყო, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა და თუ იქ გაშალა დანა, იქ არ გაშალა, სადაც დათოსთან უკვე ჩხუბი იყო და ჩხუბში არ იხმარა დანა, რომელიც ჯიბეში ედო და ლევანი, რომელიც საერთოდ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, იქ გაშალა დანა? მხოლოდ ლევანზე? ეს კითხვა მაქვს მე,“ - აცხადებს ნათია საყვარელიძე.

ლევან დადუნაშვილის დედამ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან პროკურორების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე ადვოკატები პროვოცირებდნენ.

„შემიძლიათ გითხრათ პროკურორებზე, რომ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან იმიტომ, რომ მინდა გითხრათ, რომ თითოეული სასამართლო პროცესი, ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. ასევე, დამრჩა რა შთაბეჭდილება, თუ ეს საინტერესო იქნება, რომ რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ და ბოლოში, საერთოდ, მე ვერ ვხვდებოდი ისეთ დროს ხდებოდა ეს პროვოცირება, რომ რატომ ხდებოდა ეს და ბოლოს მივედით იმ შედეგამდე, რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა,“ - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

კომისიის მომდევნო სხდომა უკვე ორშაბათს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები