25 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
მასკარადი და აბსურდის თეატრის გაგრძელება - ნინო ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დაუშვებელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის დანიშვნა. მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის წასვლა პოლიტიკიდან.

„ეს, რა თქმა უნდა, არის იმ მასკარადისა და აბსურდის თეატრის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ვადევნებთ თვალს.

პოლიტიკურ ლიდერად და ქვეყნის პირველ პირად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება ორი თვის სტაჟით აქვს შემოსაზღვრული ეს კიდევ ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანას მასხრად იგდებს ბიძინა ივანიშვილი.

არავითარი მნიშვნელობა დღევანდელ საქართველოში არ აქვს ცვლილებებს, მოსაშორებელია პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი და ახალი ცვლილებებია დასაწყები“-აცხადებს ბურჯანაძე.

დღის ამბები