25 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
კომპანია "სვეტისგან" დაზარალებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები დაიცავენ

დეველოპერული კომპანია "სვეტის" დაზარალებული მენაშენეების უფლებებს არასამთავრობო ორგანზიაციები დაიცავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ  უნდა მოხდეს სვეტის ვალდებულებების გადანაცვლება სხვა დეველოპერზე და ამ პროცესზე მეთვალყურეობა, თბილისის მერიამ უნდა აიღოს.

უფლებადამცველები და მენაშენეები კახი კალაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. ასევე ქალაქის მერთან შეხვედრას დაზარალებულებიც მოითხოვენ და მათთან შესახვედრად სამდღიან ვადას აძლევენ.

დაზარალებული მენაშეენბი კვლავაც ოფისში რჩებიან და შიმშილობას აგრძელებენ.

რამდენიმე საათის წინ კომპანია "სვეტის" დაზარალებულმა მენაშენეებმა სათაო ოფისის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

კომპანია „სვეტს“ თბილისში 4, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აქვს. მენაშენეების ინფორმაციით, საერთო ჯამში 1000-ზე მეტ დაზარალებულს დეველოპერულ კომპანიაში 300 მილიონ ლარამდე აქვს შეტანილი.

დღის ამბები