17 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
სინოდის განჩინება, რომელმაც პატრიარქის მოსაყდრეზე კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა

სინოდის განჩინებამ პატრიარქის მოსაყდრეზე კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. თეოლოგებმა ვერ გაიგეს, რა უფლებები მიანიჭეს მეუფე შიოს. ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, რომელიც პატრირქმა მოსაყდრეს მიანიჭა, მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, თუმცა მთავარ დოკუმენტში - სინოდის განჩინებაში არაფერი წერია იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომელიც მეუფე შიოს ექნება.

საეკლესიო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ ექსპერტები. თუკი პატრიარქს სიცოცხლეში მოსაყდრე უნდა ყავდეს, მაშინ ამის ლეგიტიმაცია სავალდებულოა, რასაც სინოდმა გუშინ გვერდი აუარა და ცვლილება მართვა-გამგეობის დებულებაში არ შეიტანა.

სინოდმა გუშინდელ სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც იმსჯელა. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის პოზიცია შესაძლოა, საპატრიარქოში მორიგი უთანხმოების თემა გახდეს. სინოდის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ მაღალი იერარქების შეკრებაზე 3 ოფიციალური წერილი წაიკითხეს. ერთ-ერთი პატრიარქ კირილის გზავნილი იყო. სინოდის სამსაათიანი სხდომის შემდეგ ეპისკოპოსთა ნაწილი არ მალავს, რომ მიუღებელი სინოდის ორაზროვანი პოზიცია მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ საპატრიარქო დიდ დაპირისპირებაში მონაწილეობს. მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიას შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რუსეთის ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგია, რუსეთი კი თანამოაზრეებს ეძებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები