25 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეები შიმშილობას აგრძელებენ - ისინი ომბუდსმენის წარმომადგენელს შეხვდნენ

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეები შიმშილობას აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ ოფისში, სადაც სამუშაო პროცესი უკვე მეორე დღეა პარალიზებულია, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო.

ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ დაზარალებულების საქმის შესწავლა დაიწყეს. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ მენაშენეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც გაუწევს.

დაზარალებულები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, დედაქალაქის მერმა „სვეტი“ სხვა კომპანიით უნდა ჩაანაცვლოს.

დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები დღეს „კურიერის“ ზარებს არ პასუხობენ, მათ ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები