19 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
250-მდე გველი 2 თვეში - შესაბამისი სამსახურები ქვეწარმავლებს თბილისის უბნებში ყოველდღიურად იჭერენ

250-მდე ქვეწარმავალი 2 თვეში - შესაბამისი სამსახურები გველებს თბილისის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად იჭერენ. განსაკუთრებით ბევრი ქვეწარმავალი ორთაჭალაში, ფონიჭალაში, კრწანისსა და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია.

15 სახეობის ქვეწარმავლიდან თბილისში ყველაზე მეტად გველხოკერაა გავრცელებული. მისი სიგრძე ხშირად მეტრზე ცოტა მეტია. წელს მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გველის 15-მდე სახეობა გვხვდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი შხამიანი არაა.

ქვეწარმავლები გარეთ ძირითადად საღამოს საათებში გამოდიან. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა გველის შხამიანი სახეობა - გიურზა ამ სეზონზე მხოლოდ ერთხელ, ორთაჭალის ტერიტორიაზე დაიჭირა.

არის შემთხვევები, როდესაც სპეციალისტები ქვეწარმავლებს სკოლებსა და ბაღების ტერიტორიაზეც იჭერენ. სპეციალისტები ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდას ივლისში ელოდებიან.

ნუცუბიძის მესამე პლატოს მცხოვრებლები, რომლებმაც ტერიტორიაზე გველხოკერა შენიშნეს, ყვებიან, რომ სკვერში ქვეწარმავლებს ხშირად აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სამსახურს დეზინფექციის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, სკერის ტერიტორია სპეციალისტებს არ შეუწამლავთ.

გველების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები და ტერიტორიების სპეციალური ხსნარით შეწამვლას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური არ ახდენს. მათ ეს სერვისი აქვთ, თუმცა, მსურველებისთვის ფასიანია. საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ სააგენტოს 3 მილიონიანი დაფინანსება არამიზნობრივად იხარჯება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები