20 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება - რომან კაკულია

"სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება," – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ქართულ ოცნებაში გამართული შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა, რომან კაკულიამ, გააკეთა. 

მისი თქმით, მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ მოვალეობებს, სამინისტროების ფუნქციაში კი თვისობრივად ახალი ცვლილებები დაგეგმილი არ არის და ამ საკითხზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა.

რაც შეეხება შეხვედრამდე გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანის ფუნქციებთან დაკავშირებით, კაკულია ამბობს, რომ "ეს მხოლოდ ინტერპრეტაციებია". 

„სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება. მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებებით თავიანთ ფუნქციას, ხოლო სამინისტროების ფუნქციაში განსაკუთრებული, თვისობრივად ახალი ცვლილებები არ იგეგმება. ეს ყველაფერი ინტერპრეტაციებია, ერთის ნათქვამი და მეორის დამატებული,“ –  განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები