20 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
გაერო რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს

გაერო რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ რეზოლუციის პროექტში წერია, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

მოლდოვის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომლის თანაავტორებიც ასევე საქართველო, უკრაინა, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და ესტონეთი არიან, მხარი 64-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 15, 83-მა კი თავი შეიკავა.

სხდომის დროს რუსეთის წარმომადგენელმა კენჭისყრის გადადება მოითხოვა, თუმცა, სირიის, ბელარუსისა და მიანმარის გარდა, ინიციატივას არავინ მიემხრო.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული ჯარისა და შეიარაღების ყოფნა მოლდოვის ტერიტორიაზე, ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, საერთაშორისო ნორმებსა და გაეროს ქარტიასაც არღვევს.

დღის ამბები