18 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში კაფე დააყაჩაღეს

ყაჩაღობა ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში  - გუშინ ღამე კაფეში დაუდგენელი პირი იარაღით შეიჭრა და თვითმხილველების თქმით, 500 ლარი წაიღო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა, თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გაგრძელდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დღის ამბები