24 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
მუხთარლის გატაცების საქმეზე ევროსასამართლოდან მიღებულ შეკითხვებს იუსტიციის სამინისტრო უპასუხებს

იუსტიციის სამინისტრო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმეზე მიღებულ შეკითხვებს რამდენიმე კვირაში უპასუხებს.

განცხადება ამის შესახებ თეა წულუკიანმა გააკეთა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ის მასალებს სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვს და სტრასბურგს პასუხებს დათქმულ ვადაში გადაუგზავნის.

„მედიით გავიგეთ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, რომ ბატონმა მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროპულ სასამართლოში უჩივლა, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ კითხვარი და ფაქტები ევროპული სასამარლოსგან. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვირა მოცემული, რომ ამ კითხვაზე პასუხები შევადგინოთ. იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, როგორც წესი და რიგია, ჩვენ გამოვითხოვთ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციას იმისთვის, რომ პოზიცია შემუშავდეს და ერთიანი დოკუმენტი ვადაში გადაიგზავნოს ევროპული სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის შესწავლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო. ინსტანციამ ოფიციალური შეკითხვებით უკვე მიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და გარემოებების დაზუსტება მოითხოვა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს რვა შეკითხვა გამოუგზავნა. 

 

დღის ამბები