19 ივლისი 2018,   15:23
ვრცლად
კომპანია "სვეტის" წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ - კახა კალაძე

„ნებისმიერ დროს შეიძლება, ამ კომპანიას შევუჩეროთ ყველანაირი სამუშაოები. ამ კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ,“ - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანია სვეტის მისამართით გააკეთა, რომლის სათაო ოფისში მესამე დღეა, დაზარალებულები შიმშილობის აქციას მართავენ.

კახა კალაძე დაზარალებულების მოთხოვნებსაც გამოეხმაურა, რომლებიც მასთან შეხვედრას ითხოვენ. დედაქალაქის მერმა მენაშენეებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

„ფაქტობრივად, მათი მშენებლობების უმრავლესობა იყო უნებართვო, იყო პრობლემური მშენებლობები. ფინანასური პრობლემები, რომელიც უკვე იკვეთება და ის ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, ნათელი ხდება ყველაფერი, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენს ეს კომპანია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია სვეტის ბალანსზე დედაქალაქში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობაა. დაზარალებულები კომპანიის დირექტორებთან შეხვედრას ითხოვენ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები