25 სექტემბერი 2018,   14:07
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინარული დევნის გავრცელების ინიციატივაზე მსჯელობა არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა. 

ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა და დასძინა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 

„ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია და ამიტომ გამიჭირდება რამე კომეტარის გაკეთება. იყო გარკვეული ინიციატივა, რომელზეც არც გვიმსჯელია. მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ერთპიროვნულად მივიღო რამე გადაწყვეტილება, მით უმეტეს ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. შედგება კონსულტაციები და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაციები, მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა, თავად საბჭომ გაათავისუფლოს. ამის საფუძველი კი ის ინიციატივა გახდეს, რომელიც საბჭოს წევრების ნაწილმა წარადგინა და რომლითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს. 


დღის ამბები