26 სექტემბერი 2018,   19:41
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დნესტრისპირეთის შესახებ გაეროს რეზოლუციას "პროპაგანდისტულ სვლას" უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დნესტრისპირეთის შესახებ გაეროს რეზოლუციას "პროპაგანდისტულ სვლას" უწოდებს.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით თავად მოლდოვის ხელისუფლებაშიც არ არსებობს ერთიანობა და მიღებულმა რეზოლუციამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს იმ სუსტ პროგრესს, რომელსაც ბოლო თვეებში დნესტრისპირეთის პრობლემის დარეგულირების პროცესში მიაღწიეს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა.

მოლდოვის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომლის თანაავტორებიც ასევე საქართველო, უკრაინა, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და ესტონეთი არიან, მხარი 64-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 15, 83-მა კი თავი შეიკავა.

დღის ამბები