10 დეკემბერი 2018,   07:30
ვრცლად
საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები ხვალიდან ავტომობილების მართვას შეძლებენ

საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები ხვალიდან ავტომობილების მართვას შეძლებენ. აკრძალვა, ადგილობრივი დროით, ზუსტად შუაღამეს უქმდება.

ცვლილების შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა სექტემბერში გამოაცხადა. პირველი მართვის მოწყობა კი ქალებზე რამდენიმე კვირის წინ გაიცა.

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა იყო დარჩენილი მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ეკრძალებოდათ და ოჯახებს ქალი ნათესავებისთვის კერძო მძღოლები უნდა ექირავებინათ.

რეფორმის გამოცხადების შემდეგ მანქანის მართვის სასწავლო ცენტრებს ათასობით ქალმა მიმართა. 

დღის ამბები