14 ოქტომბერი 2019,   11:03
ვრცლად
"ნიღაბი" - ჩინური მინისერიალი საქართველოში

აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში დღეს ჩინური მინისერიალის გადაღება დაიწყო.

სერიალი „ნიღაბი“ დეტექტიური ჟანრია.  გადაღებები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 50 ლოკაციას მოიცავს.

ჩინური მხარე საქართველოში ფილმის გადაღებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაინტერესდა.

შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელმძღვანელის, თათია ბიძინაშვილის, თქმით, ჩინურმა საპროდიუსერო კომპანიამ დაინახა ის უპირატესობები, რასაც საქართველო სთავაზობს და  აპირებენ, რომ დაგეგმილზე მეტი მასშტაბური ღონიძიებები გაატარონ საქართველოში.

სერიალის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაღებები, თბილისის გარდა, ბათუმშიც იგეგმება.

დღის ამბები