17 ივლისი 2018,   17:18
ვრცლად
60 ჰექტარზე დათესილი ქერი და ხორბალი - სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ

კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ. მიზეზი 60 ჰექტარზე დათესილი ქერი და ხორბალია. მიწის მეიჯარე მარცვლეულის სრულად დაუფლებას შეეცადა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ფერმერების მტკიცებით, ზურა წიკლაურს იჯარა კანონდარღვევით ჰქონდა და მას მხოლოდ თანხის ნაწილი, 60 ათასი ლარი გადაუხადეს.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ. პარალელურად, მხარეებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

„ეს არის ფერმერის, გლეხი ხალხის ჩაგვრა, ანუ ქიზიყელი ხალხის ჩაგვრა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები