19 ივლისი 2018,   15:42
ვრცლად
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 ივლისს, ვენაში შეხვდებიან

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 ივლისს ვენაში შეხვდებიან. ინფორმაცია მოსალოდნელი მოლაპარაკების თარიღის შესახებ ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქში სამიტის სამზადისი უკვე დაწყებულია.

ჟურნალისტების ცნობით, შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად რამდენიმე დღის წინ ვენაში რუსი და ამერიკელი დიპლომატები და უსაფრთხოების სპეციალისტები ჩავიდნენ.

ავსტრიული მედიის ინფორმაციას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის თარიღს კრემლი მოგვიანებით დაასახელებს.

აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართება. დაესწრება თუ არა ვლადიმერ პუტინი თამაშს, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები